იყიდება 12 ოთახიანი კერძო სახლი ბულაჩაურში

ბულაჩაური, ბულაჩაური

89,000$ 239,917₾

ქონების ID: 152 •
დამატებულია: 23/12/2025
ნახვა: 126

12

სულ ოთახი

1089 m²

ფართობი

აღწერა
ბულაჩაურში, თბილისიდან 30 წთ-ის სავალზე, სასტუმრო „მწვანე ცენტრის’ ასახვევთან, ბუნებასთან სიახლოვეს, სრულ სიწყნარესა და იდილიაში იყიდება 1000 კვ. მიწის ნაკვეთზე აშენებული სახლი, რომელიც გაყოფილია ორად. საუკეთესო შეთავაზებაა ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ვისაც სურთ ქონდეთ აგარაკი თბილისთან ახლოს, ერთად და თან დამოუკიდებლად. მთლიანი ფართი 150 მ2, 3 სართულიანი. ეზოდან მე- 3 სართულია, ქუჩიდან-მე-2.პირველ სართულზე არის სამზარეულო. სველი წერტილი და დიდი სათავსო. მეორე სართულზე მისაღები, სველი წერტილი და ერთი საძინებელი. მესამე სართულზე 3 საძინებელი და სველი წერტილი. ყველა სართულზე არის სველი წერტილი. სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბეებით. კიბეები დასამთავრებელია. სახლი გადახურულია ბანური გადახურვით. ორი დამოუკიდებელი სახლი გაყოფილია სერთო კედლით და სარკისებურადაა განლაგებული. თითოეული აშენებულია 75 კვ მ -ზე. სურვილის შემთხვევაში გაკეთდება გამყოფი ღობე და იქნება 2 დამოუკიდებელი სახლი თავისი ეზოთი. სახლში ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარფანჯარა. ეზო ნახევრად შეღობილია ბლოკის ღობით. დანარჩენი შესაღობი მასალა ადგილზეა(ბლოკი და არმატურა) დამონტაჟებულია 1 ჭიშკარი. ეზოშია წყალი და გაზი. ელექტროგაყვანილობა გაკეთებულია. ტერიტორიაზე დგას 2 კაკლის ხე, თითო თითო ორივე მხარეს. სახლიდან იშლება საოცარი ხედები. არის წყნარი და იდეალური გარემო დასასვენებლად და განსატვირთადშავი კარკასის სტატუსი გაძლევთ შესაძლებლობას ინტერიერი ორივე სახლზე დამოუკიდებლად მოარგოთ თქვენს გემოვნებას და საჭიროებებს. თბილისთან სიახლოვე და მისაწვდომობა საინტერესოს ხდის საინვესტიოდაც. ფასზე დალაპარაკება შეიზლება!
საკონტაქტო ინფორმაცია

gk

591912101
მახასიათებლები
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • რემონტი: შავი კარკასი
მდებარეობა