იყიდება კომერციული ფართი საბურთალოზე
თბილისი, საბურთალო, პეკინის ქ. 41
220,000$
578,930₾
ქონების ID: 219 •
დამატებულია: 20/07/2026
ნახვა: 54
141 m²
ფართობი
აღწერა
იყიდება თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული კარაოკე ბარი - ვინტაჟი / Vintage. ბარი სრულადაა მოწყობილი ყველა შესაბამისი ინვენტარითა თუ ავეჯით და მუშაობს გამართულად. Facebook-ზე ჰყავს 50,000-მდე მომწონებელი, რომლებიც რეალური მომხმარებლები არიან და მოგროვილია ჩვენს მიერ განვლილი პერიოდის განმავლობაში, ყოველგვარი fake ხერხების გარეშე. ასევე შეგიძლიათ swoop.ge-სა და hotsale.ge-ზე იხილოთ გაყიდული ვაუჩერების რაოდენობები, რაც დამატებით მიუთითებს ბარის პრესტიჟულობაზე. ბარი მდებარეობს საბურთალოზე, პეკინის გამზირი #41-ში (ჟვანიას (ყოფილი გაგრინის) მოედანთან). ფასში შედის: 1. კომერციული ფართი 141 კვ.მ. (ფართი მდებარეობს სარდაფში). 2. ბრენდი, facebook და Instagram გვერდები 3. სრული აღჭურვილობა 150 ადამიანზე დასაჯდომი ადგილებისთვის (დივნები, მაგიდები, პუფები, ჭურჭელი და ა.შ.). 4. სამზარეულოს სრული აღჭურვილობა (ელექტრო ქურა, საცხობი ელ. ღუმელები, გამწოვი სისტემა, მაცივრები, ჭურჭელი, ‘ფრიტურნიცები’ და ა.შ.). 5. აპარატურის სრული კომპლექტი (2 დინამიკი, 2 ბასი ჯამში 5-6 კილოვატის სიმძლავრის, სცენის განათებები, მიქშერები, მიკროფონები, პროექტორები, ლეპტოპები). 6. გათბობა/გაგრილებისა და ვენტილაციის სრული სისტემები. 7. სამეთვალყურეო ვიდეო კამერები. 8. ბარის მართვის პროგრამა (სუფრა +), თავისი სტაციონალური კომპიუტერით, სალარო აპარატი. 9. სასმელებისა და სამზარეულოს პროდუქციის ნაშთი. 10. ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენსავე შენობაში, ფუნქციონირებს სასტუმრო ეპიზოდი, ჩინური რესტორანი, კაზინო ბეთლაივი და ა.შ. არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს, რემონტიც შედარებით ახალი გაკეთებულია. დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე.კომენტარი
მახასიათებლები
- • ცენტრალური გათბობა
- • უსაფრთხოების სისტემა
- • კონდიციონერი
- • ცხელი წყალი
- • ინტერნეტი/WiFi
- • ავეჯი
